1.პროექტის სახელი:ღვინო და ტრადიციები.
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტში ჩართული მოსწავლეები იკვლევენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ და საზოგადოებას გააცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებულივაზის ჯიშები და მასთან დაკავშირებული ქართული ტრადიციები.რთველი საქართველოში.შეისწავლიან ვაზის როგორც მცენარის ზრდა-განვითარებას და მის მოვლას.შეაგროვებენ ინფორმაციას ღვინის დაყენებაზე,მის შენახვაზე და ძველებურ ჭურჭელზე.ყურადღებას გაამახვილებენ ღვინის სამკურნალო თვისებებზე, მის ქიმიურ შედგენილობაზე და ზომიერად გამოყენებაზე.დაადგენენ თუ რამდენად არის სასმელის მიღება მოზარდებისათვის სასარგებლო.საზოგადოებას გააცნობენ დღევანდელპრობლემებს, რომელიც სასმელთან არის დაკავშირებული.
4.მონაწილეთა ასაკი:7-ე კლასის მოსწავლეები.13-14 წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა:2კვირა.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს კუთხეებში არსებულ თრადიციებთან დაკავშირებით.მოიძიებენ ინფორმაციას ღვინოზე და ტრადიციებზე ინტერნეტიდან და ცხვადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან. ინტერვიუებს აიღებენ(მშობლებისაგან,ბებია-ბაბუებისაგან,მეზობლებისაგან..) მაწყობენ გამოფენას,გამოუშვებენ კედლის გაზეთებს.შექმნიან ხელნაწერ ალბომებსსასმელთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
7.მოსალოდნელიშედეგები/პროდუქტებ,რა შეიძლება შეიქმნას:საკონფერენციო თემების შაქმნა.ფოტო მასალების გამოფენა.ხელნაწერი ალბომის შექმნა.
8.სასარგებლო სხვებისათვის:მათი თანატოლები გაეცნობიან ქართული სუფრის ტრადიციებს.საქართველოში გავრცელებულ ვაზის უძველეს ჯიშებს. ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს და მის სამკურნალო თვისებებს. გამოუმუშავდებათღვინის,როგორც წმინდა სითხისადმი გონივრული დამოკიდებულება და ისწავლიან მის ზომიერად გამოყენებას.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:181-ე საჯარო სკოლა.
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგეფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია
გაუჩნდეს ინტერესი ქართული ტრადიციებისა და კულტურის მიმართ.
ე.ს.გ. ბუნ.7-2.მოსწავლე ახასიათებს ორგანიზმების მრავალფეროვნებას.
ინდიკატორი:
ა)აგროვებს ინფორმაციას სახეობების მრავალფეროვნების და რიცხობრიობის შესახებ(მაგ. საქართველოს ბიომრავალფეროვნება,)ადარებს ადრეულ და თანამედროვე მდგომარეობას და მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის ან დიაგრამის სახით.
ბ)მოიპოვებს ინფორმაციას მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების შესახებ და წარმოადგენს ნახატის ან კოლაჟის სახით.
12.პროექტის ფალსილიტატორი: მზიური ზანგალაძე.
13.ფალსილიტატორის ელ-ფოსტა:msiurizangavadze@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mziurizangaladze.blogspot.com
No comments:
Post a Comment