ანგარიში გაკვეთილის ჩატარების
შესახებ
გაკვეთილის
ჩატარების დღე : 15 ნოემბერი 2014წელი
სკოლა: თბილისის 181-ე საჯარო სკოლა
კლასი: VIII1
მასწავლებელი: მზიური ზანგალაძე, ნათია კიკნაძე
საგანი ბიოლოგია მათემატიკა
ძირითადი
თემა : ალბათობია თეორეა და გენეტიკა
- მისაღწევი შედეგებები თავდაპირველი გეგმის
მიხედვით : მოსწავლე შეძლებს
ალბათობის თეორიის არსის გაგებას და მისი გამოყენებას
პრაქტიკაში, შექმნიან სასწავლო რესურსს.
- გენეტიკურ ამოცანებში იყენებს ალბათობის თეორეას,აყალიბებს
მემკვიდრეობითობის
კანონებს და შესაბამისი ფორმულებით გამოსახავს
გენეტიკურ სქემებს, ადეკვატურად
იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად
საკვანძო
მეთოდები / ს ტრატეგიები :
- შესაბამისი
მასალის მოძიება სასწავლო რესურსია შექმნა
- საშინაო
დავალების პრეზენტაცია
- გონებრივი
იერიში
- ბარათებზე
მუშაობა -„ტერმინების განმარტება“
- სლაიდ
შოუს ჩვენება
- გენეტიკური ამოცანების შედგენა
- ამოცანების ამოხსნა
და პრეზენტაცია
- შეჯამება-რეფლექსია
- საშინაო
დავალების მიცემა
ძირითადი
სასწავლო რესურსები : სახელმძღვანელოები,თაბახის ფურცლები, ფორმატი ჯგუფებისთვის მარკერი, ფერადი ბარათები, 5 კომპიუტერი, 1 პროექტორი, წინასწარ მომზადებული სლაიდ შოუ,ინტერნეტიდან
მოძიებული ვიდეო მასალა. www.google.com.და სხვა.
გაკვეთილის
შედეგები: მოსწავლეებმა
მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. შეძლეს მიწოდებული რესურსების ეფექტურად
გამოყენება. გაკვეთილის სამოქმედო გეგმა და მიზნები, სლაიდ შოუს სახით, გაკვეთილის
დასაწყისში იქნა მიწოდებული აქტივობები კარგად გადაება ერთმანეთს და არაფრის
შეცვლა არ დაგვჭირვებია.
კერძოდ, საინტერესო იყო მათემატიკის
მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების პრეზენტაცია. მათ კარგად მოახერხეს
სადემონსრტრაციო ცდის ცატარება მათივე შექმნილი სასწავლო რესურსის გამოყენებით. კარგად გაართვეს თავი კომპიუტერში ჩატვირთულ სახალისო ამოცანებს
ალბათობაზე.
გაკვეთილზე ჩემს მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო
მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და დიდი გავლენა
იქონია მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე. მოსწავლეები კარგად პასუხობდნენ
ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს. საინტერესო
იყო წინასწარ მიცემული დავალება ჯგუფური
მუშაობისთვის. თიათოეულ ჯგუფს უნდა შეედგინა გენეტიკური ამოცანები ერთმანეთისთვის
სრულ და არასრულ დომინირებაზე დაეტანათ ფორმატის ფურცლებზე თავისი ჩანახატებით. დავალების
პრეზენტაციის წინ ჯგუფებს დავურიგე შეფასების რუბრიკები. ჩამოვართვი დავალებები და
გადავანაწილე ჯგუფებში როგორც მე მინდოდა. მინდა ავღნიშნო ერთერთი ჯგუფის შედგენილი ამოცანა არასწორი იყო. ეს
ამოიცნო მეორე ჯგუფმა მე თვითონ მეგონა, რომ ბავშვებს ჩემი მიცემული დავალება
არასწორად ქონდათ გაგებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირველ ჯგუფს შეგნებულად შეუდგენია
ასეთ დამაბნეველი ამოცანა , რადგან აინტერესებდათ იპოვიდა თუ არა მეორე ჯგუფი
შეცდომას. ბავშვებმა მიმიხმეს და მითხრეს რომ ამოცანა არასწორად იყო შედგენილი
ბილოს გაირკვა რომ ბავშვებმა შეგნებულად შეცვალეს ჩემს მიერ მიცემული დავალების
ფორმა ,თვითონ მოიფიქრეს ასეთი ტიპის დავალება.მე მომეწონა ამ ჯგუფის მიერ
შესრულებული დავალება მათ მადლობა გადავუხადე.ვფიქრობ შედეგზე გავედი. თუმცა ჩემს
მიერ მიცემული დრო არ აღმოჩნდა საკმარისი
და დავამატე კიდევ 2 წუთი ჯგუფური მუშაობისთვის. დროის დამატება დამატება დამჭირდა პრეზენტაციისას ,ვფიქრობ რომ
ბაშვებს გაუჭირდათ დროის ლიმიტის დაცვა. მიზნად დავისახე გავააქტიურო მუშაობა ამ
კუთხით. მიუხედავად ამ ყველაფრისა პრეზენტაცია საინტერესო გამოვიდა.
მოსწავლეთა პროვოცირება გაკვეთილის
მეორე ნაწილში კარგად შევძელი სტრატეგიით ,,სლაიდ-შოუს ჩვენება“. მათ ვაჩვენე
ჩემს მიერ მომზადებული სლაიდ შოუ სადაც კიდევ ერთხელ შევახსენე მენდელის კანონები,
რომელიც ეფუძნება ალბათობის თეორეას. შევთავაზე დავალება ფენოტიპების მიხედვით
დაედგინათ გენოტიპები რასაც კარგად
გაართვეს თავი. ჩემს მიერ შექმნილმა რესურსმა შესანიშნავად შეძლო ბავშვების
მოტივირება და განწყობა შესაწავლი მასალის მიმართ.
რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენე სტრატეგია. ,,ტერმინების
განმარტება“ ჯგუფებს გადავაწოდე ფერადი ბარათები სადაც მოცემული იყო გაკვეთილზე
გამოყენებული ბიოლოგიური ტერმინები და
ვთხოვე განმარტება.
გაკვეთილზე საკუთარი და სხვა ჯგუფების
შეფასებისთვის ბავშვებმა გამოიყენეს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.მათ
გაკვეთილის ბოლოს აღნიშნეს, რომ აუცილებელია ასეთი გაკვეთილების ჩატარება სხვა
საგნებშიც, რადგან მათ განუვითარდათ ურთიერთთანამშრომლობის, მოსმენის,
კვლევა-ძიების, პრეზენტაციის, ლოგიკური აზროვნების..... უნარჩვევები. ასეთმა
თვითშეფასებამ და ურთიერთშეფასებამ დადებითი განწყობით დაასრულა გაკვეთილი. ჩვენ
შევაფასეთ ბავშვები განმავითარებელი კომენტარებით. გაკვეთილის მსვლელობისას
ვაკეთებდით ჩანაწერებს რუბრიკაში, რომელიც წინასწარ გვქონდა შემუშავებული და დასაწყისშივე
გავაცანით ბავშვებსაც.
საშინაო დავალებად მოსწავლეებს შევთავაზეთ მათ
მიერ ამოხსნილ გენეტიკურ ამოცანებში მიღებული შედეგები წარმოედგინათ დიაგრამებისა
და ცხრილების სახით.ამ დავალებამ მოსწავლეებში კმაყოფილება გამოიწვია ვთხოვეთ, რომ
ამ დავალების შემდგომი პრეზენტაციისას გაეთვალისწინებინათ დროის ფაქტორი.
საბოლოოდ
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა, ვფიქრობ რომ დასახულ მიზანს მივაღწიე,რაც
აღნიშნეს ბავშვებმაც და დამსწრე პედაგოგებმაც.
თარიღი : 15 ნოემბერი 2014 წელი
ხელმოწერა :
/ მ. ზანგალაძე/
No comments:
Post a Comment