Search This Blog

ჩემი მეგობრები

My Blog List

Thursday, September 10, 2015

181-ე საჯარო სკოლა 
გაკვეთილის თემა: ,,ბგერების წარმოშობა და თავისებურება" 
ბიოლოგია: მ. ზანგალაძე
მუსიკა; ა. ძოწენიძე
















ინტეგრირებული გაკვეთილი
ბგერების წარმოშობა და თავისებურება
ინტეგრირებული საგნები და პედაგოგები
ბიოლოგია:   მზიური ზანგალაძე
მუსიკა: ასმათ ძოწენიძე

სწავლების საფეხური და კლასი:

საბაზო 8–1 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
29-
განსაკუთრებული საჭიროებებისა და მიდგომების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არ მყავს
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა იმსჯელონ ბგერის წარმოშობისა და გავრცელების წყაროებზე, ასევე იმ ბუნებრივ და ხელოვნურ ინსტრუმენტზე, რომელსაც ყოველთვის იყენებს ადამიანი.
ბიოლოგია : მოსწავლემ იცოდეს ის ძირითადი ორგანოები, რომელიც ხელს უწყობს ბგერის ჩამოყალიბებას,მარტივი ექსპერიმენტის საშუალებით იმსჯელოს სუნთქვის ორგანოების მნიშვნელობაზე .
მუსიკა: ბავშვებმა უნდა შეადარონ და გაანალიზონ მუსიკალური და არამუსიკალური ბგერების თვისებები, ასევე მოუსმინონ და ისაუბრონ ხელოვნურ და ბუნებრივ ინსტრუმენტების შესაძლებლობებსა და ბგერების წარმოშობის თვისებებზე-(ორგანი, ფლეიტა, ქალისა და მამაკაცის ხმა)...

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ინდიკატორები
ე.ს.გ. ბიოლოგია: ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
·           ინდ. 5 (2) ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
·           ინდ. 5 (3) აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
ბიოლ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების მნიშვნელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ინდ. 6 (2)საკუთარ თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს  (მაგ., პულსის აჩქარება-შენელება, სუნთქვის სიხშირის შეცვლაოფლიანობაწნევის მომატება) გარემოს ცვლად პირობებში  და მსჯელობს ნერვული და ენდოკრინული სისტემის შეგუებითი მოქმედების შესახებ;
მუს.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციის პროცესში მონაწილეობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      
·           მღერის მელოდიურ საქცევს სეკვენციური გადაადგილებით;

·           სიმღერით აბოლოებს მასწავლებლის ან თანაკლასელის მიერ დაწყებულ მელოდიას, პასუხბს მუსიკალურ ფრაზას, რიტმულ ფიგურას;
მუს.VIII. 2.  მოსწავლე შეუძლია სიმღერ თანაკლასელებთან ერთად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:      
·           მღერის გუნდში ერთხმიან, ორხმიან და მარტივ სამხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
·           ასრულებს მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტებს / სიმღერებს და ეყრდნობა    სანოტო ჩანაწერს.
მუს. VIII .5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
·           განსაზღვრავს  მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
·           მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს;
·           საუბრის დროს იყენებს მუსიკალურ ტერმინოლოგიას;

გამოყენებული მეთოდები და აქტივობები








მოსწავლეთა ორგანიზება







გაკვეთილის მსვლელობა
შესაბამისი მასალის მოძიება
  • საშინაო დავალების პრეზენტაცია
  • გონებრივი იერიში
  • სლაიდ შოუს ჩვენება
  • შეჯამება-რეფლექსია
  • საშინაო დავალების მიცემა



ინდივიდუალური,ჯგუფები,მთელი კლასი



დრო(45)
აქტივობა 1: (დრო 5 წთ)
გაკვეთილი იწყება სლაიდების ჩვენებით  ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
1.რა არის სუნთქვა?
2ვინ დაასახელებს სუნთქვის ორგანოებს?
3.რატომ არის საჭირო ცხვირით სუნთქვა და არა პირით?
4.სად არის მოთავსებული ბგერავი იოგები?
5.რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის მბგერავ იოგებს  შორის?

აქტივობა  2: (დრო 5 წთ)
ბიოლოგიის მასწავლებელი ამოწმებს საშინაო დავალებას. წარმოადგინონ ჩანახატები სადაც იქნებას ადამიანის ემოციები გამოხატული და იმსჯელონ რომელი ორგანოები მონაწილეობენ ბგერების ჩამოყალიბებაში.
ჯგუფი 1     სიცილი
ჯგუფი  2    ყვირილი
ჯგუფი 3     მშვიდი მდგომარეობა
ჯგუფი  4    ...?
მოსწავლეები აკეთებენ ამ დავალების პრეზენტაციას 
აქტივობა  3: (დრო 5 წთ)
 სიტუაციური ამოცანები
ბიოლოგიის მასწავლებელი სთხოვს ა)მოსწავლეებს ჩაყლაპონ ნერწყვი და ჩაისუნთქონ ერთდროულად
ისაუბრონ ჩასუნქვის და ამოსუნთვის მომენტში
 გააკეთონ დასკვნა რა ხდება

      მუსიკა
აქტივობა 4: (დრო 10 წთ)
აქტიური მინი-ლექცია:
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბგერის ფორმის გავრცელების და აღქმის შესახებ. სვამს კითხვას:
1.როგორი ბგერები გესმით დღის განმავლობაში?
2.რომელია ბუნებრივი და ხელოვნური ბგერები?
3.რომელი ბგერების მოსმენა გსიამოვნებთ?
აჩვენებს ვიდეოს, ნაწყვწტს  ვაგნერის ოპერიდან ”ზილგფრიდი” და მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს ხმაურის მუსიკაში გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
აქტივობის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს ექსპერიმენტის ჩატარებას, სასკოლო ნივთების ახმაურებით აყვნენ მუსიკას ისე რითმულად, რომ ეს არ იყოს ყურისათვის არასასიამოვნო მოსასმენი. 1ჯგუფი ავტოკალამს აწკაპუნებს, 2 ჯგუფი მაკრატელს, 3 ჯგუფი პასტების შესანახ ჩანთას და 4 წყვილში თამაშობს ხელი-ხელზე შემოკვრით.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოს ნაწყვეტს ფილმიდან: „ფარინელი კასტრატი.“ დაუსვამს კითხვებს:
1.      როგორი სახის ბგერა ვიცით ბუნებაში?
2.      ვიდეოში როგორი სახის ბგერა ჟღერდა?
3.      როგორი ინსტრუმენტებით პაექრობდნენ ერთმანეთში?

აქტივობა 5: (დრო 7წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს  აცნობს ინფორმაციას ხელოვნური და ბუნებრივი ინსტრუმენტების ბგერის წარმოშობის შესაძლებლობებსა და თვისებებზე, ბგერის სიმაღლისა და აიდაბლის მაჩვენებლებზე.აჩვენებს ვიდეოს ორგანისა და ფლეიტის შესრულებით (თვალსაჩინოებისათვის).  სვამს კითხვებს:
1.ადამიანის შემთხვევაში ვის აქვს უფრო მაღალი და დაბალი ხმა?
2.ჩამოთვალეთ ქალთა და მამაკაცთა სასიმღერო ხმები.
ბიოლოგიის მასწავლებებლი ჩამოათვლევინებს ბავშვებს თუ რატომ ხდება ასე და რა ორგანოები უწყობს ამას ხელს. აქტივობის ბოლოს მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოს ფილმიდან: ”ფარინელი კასტრატი.” და ურიგებს კონვერტებს ჯგუფებს სადაც გაწერილია შემდეგი კითხვები:
1.როგორი ბგერები გესმოდათ?
2.როგორი ინსტრუმენტები ღებულობს მონაწილეობას?
3.როგორი ტემბრია?
4.სხეულის რხევა ხშირი იყო თუ არა?
აქტივობა 7: (დრო 5წთ)
მონაწილეობს მთელი კლასი:
მასწავლებელი რთავს მინუს ფონოგრამას ”თბილისის დილა”და ბავშვები მღერიან ჯგუფურად.
აქტივობა 9: (დრო 4 წთ)
საშინაო დავალება:
სტრატეგია 3–2–1
მასწავლებელი აჩვენებს ფილმს და სასწავლო მიზნიდან გამომდინარე აძლევს დავალებას
---  დაწერეთ სამი რამ რაც ნაცნობია
---  ორი რამ რაც უცნობია
---   ერთი რამ რაზეც იმსჯელებდით
აქტივობა 10 (დრო 4 წთ)
ჯგუფური მუშაობის შეფასება და მოსწავლეთა თვითშეფასება.

საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელოები, 5კომპიუტერი, 1 პროექტორი, წინასწარ მომზადებული სლაიდ შოუ, ინტერნეტიდან მოძიებული ვიდეო მასალა,თაბახის ფურცლები ,ფლომასტერები, აუდიო და ვიდეო მასალა,
შეფასება
დაკვირვება

No comments:

Post a Comment